შექმენი ტური ნულიდან
ისწავლი მიმართულების შერჩევას, მარშრუტის დაგეგმვას და სრული ტურისტული პროდუქტის აწყობას.
FLYAVIA ACADEMY გამყვანი ტურიზმი
მოგზაურობის სიყვარული აქციე პროფესიად. 10 პრაქტიკული ლექციის განმავლობაში ისწავლი ტურის დაგეგმვას, დაჯავშნას, ფასის დათვლასა და გაყიდვას — პირველი იდეიდან მზა ტურისტულ შეთავაზებამდე.
წინა გამოცდილება საჭირო არ არის.

მოგზაურობის იდეიდან
მზა ტურისტულ პროდუქტამდე
პრაქტიკიდან შექმნილი აკადემია
FlyAvia ყოველდღიურად მუშაობს მოგზაურობის რეალურ პროცესებთან — ავიაბილეთების მოძიებიდან და დაჯავშნიდან მომხმარებლის მომსახურებასა და ტურისტული შეთავაზებების შექმნამდე.
FlyAvia Academy-ში სწავლობ არა მხოლოდ იმას, რა არისტურიზმის მენეჯერის საქმე, არამედ იმასაც, როგორ კეთდება ეს საქმე პრაქტიკაში.
რას მიიღებ კურსისგან
გაეცნობი სამუშაო პროცესს, რომლის გავლითაც მოგზაურობის იდეა გასაყიდ ტურისტულ პროდუქტად იქცევა — დაგეგმვიდან დაჯავშნასა და მომხმარებლისთვის შეთავაზებამდე.
ისწავლი მიმართულების შერჩევას, მარშრუტის დაგეგმვას და სრული ტურისტული პროდუქტის აწყობას.
გაიგებ, როგორ ითვლება ტურის თვითღირებულება, გასაყიდი ფასი და მარჟა.
ისწავლი შეთავაზების მომზადებას, დაჯავშნის პროცესსა და მომხმარებელთან მუშაობის ძირითად ეტაპებს.
კურსის შედეგი
იდეიდან სრულ მარშრუტამდე.
მოგზაურობის მიზნის, ბიუჯეტისა და პირობების მიხედვით.
ყველა ძირითადი ხარჯის გათვალისწინებით.
და გაიგო, როგორ ყალიბდება ტურისტული პროდუქტის მარჟა.
გასაგები, სტრუქტურირებული და გაყიდვაზე ორიენტირებული ფორმით.
შეთავაზებიდან ტურის საორგანიზაციო ეტაპებამდე.
მიზანი მხოლოდ კურსის გავლა არ არის — კურსის ბოლოს უნდა იცოდე, როგორ შექმნა რეალური ტურისტული პროდუქტი თავიდან ბოლომდე.
რას ისწავლი
10 ლექცია, კვირაში 2–3 შეხვედრა.
თეორიიდან პრაქტიკულ დავალებებამდე — რეალური სამუშაო საკითხებით.
სპეციალობის შესავალი, ტურიზმის განვითარების ისტორია, არსი, ტერმინები და კონცეფციები. ტურიზმის სახეები, ძირითადი მიმართულებები და ტურისტული ინდუსტრიის მონაწილეები.
ტურიზმის სამართლებრივი ბაზა და სახელმწიფო რეგულირება. თანამშრომლობის ფორმები, ხელშეკრულებები, ინვოისები და პარტნიორებთან ურთიერთობა.
სასტუმროები, ავიაბილეთები, დაზღვევა, ავტობუსისა და მატარებლის ბილეთები და დამატებითი მომსახურებები. საჯავშნი სისტემების ზოგადი მიმოხილვა.
მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავება, საჭირო ინფორმაციის მიღება, მარშრუტის აწყობა და ფასის დათვლა. ჩარტერული რეისები და მზა ტურისტული პაკეტების დაჯავშნის თავისებურებები.
ტურისტული პროდუქტის მომზადება და პრეზენტაცია. რეკლამის მნიშვნელობა და ტურის რეალიზაციის ხელმისაწვდომი პლატფორმები. ტურის შერჩევა, განფასება და მომხმარებლისთვის შეთავაზება.
საერთაშორისო ფრენებისა და სასტუმროების მოძიება. ევროპის მიმართულების შერჩევა, ტურის აწყობა და განფასება. სასტუმროს დაჯავშნა და გაუქმება; ავიაბილეთის დაჯავშნა და გამოსყიდვა, რეისის ცვლილება და ბარგის დამატება.
პრაქტიკული დავალებების განხილვა, დისკუსია და გაუგებარი საკითხების განმარტება. მთელი პროგრამის შეჯამება, შემაჯამებელი ტესტირება და სერტიფიკატის გაცემა.
კურსის ფარგლებში გაეცნობი ტურიზმის ინდუსტრიაში გამოყენებულ სხვადასხვა სისტემასა და პლატფორმას.
პრაქტიკული შედეგი
აირჩევ მიმართულებას, დაგეგმავ მარშრუტს, მოძებნი ფრენასა და განთავსებას, გამოთვლი თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს და მოამზადებ დასრულებულ ტურისტულ შეთავაზებას.

ტურიზმის მენეჯერი · პრაქტიკოსი ტრენერი
ისწავლე პრაქტიკოსისგან
კურსს უძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტურიზმის მენეჯერი და პრაქტიკოსი ტრენერი — თეონა ტყეშელაშვილი.
პროგრამაში იმუშავებ ტურის მომზადებაზე, განფასებასა და შეთავაზებაზე, განიხილავ შეცდომებს და გაარჩევ სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს.
კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი.
სწავლის ფორმატები და ფასი
სამივე ფორმატი მოიცავს 10 ლექციას, პრაქტიკულ დავალებებს, შემაჯამებელ ტესტირებასა და სერტიფიკატს.
მათთვის, ვისაც მოქნილად სწავლა სურს.
ლექტორთან უშუალო კომუნიკაციისა და ჯგუფური პრაქტიკისთვის.
სწავლა შენს ტემპსა და მიზნებზე მორგებული ფორმატით.
დაწყების თარიღისა და ზუსტი განრიგის გასაგებად დატოვე განაცხადი.
არა. კურსი გათვლილია მათზეც, ვინც ტურიზმში მუშაობას ახლა იწყებს.
კურსი მოიცავს 10 ლექციას. კვირაში ტარდება 2–3 ლექცია; ზუსტ განრიგს წარმომადგენელი პირადად გაგაცნობს.
დიახ. შეგიძლია აირჩიო ონლაინ, ფიზიკური დასწრების ან ინდივიდუალური ფორმატი.
დიახ. პროგრამა მოიცავს ტურის შერჩევას, მარშრუტის აწყობას, განფასებასა და მომხმარებლისთვის შეთავაზების მომზადებას.
კურსის ფარგლებში გაეცნობი ტურიზმის ინდუსტრიაში გამოყენებულ სხვადასხვა საჯავშნ სისტემასა და პლატფორმას, მათ შორის RateHawk-ს, Amadeus-ს, IATI-სა და სხვა პროგრამაში ჩამოთვლილ სისტემებს.
დიახ. კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი.
კურსზე ჩაწერა
დატოვე სახელი და ტელეფონი. FlyAvia Academy-ის წარმომადგენელი დაგიკავშირდება კურსის დეტალებზე და რეგისტრაციის პროცესს პირადად გაგაცნობს.
manage@flyavia.geგანაცხადის გაგზავნა რეგისტრაციას ან გადახდას არ ადასტურებს.